საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და კანონის სრული დაცვით მოხვდა ქვეყანაში

17 იანვარი 2018, 00:00 3257 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ იმუნიზაციის პროგრამაში არ შედის ვაქცინა, რომლის თაობაზეც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. 

აუდიტის დასკვნაში მოხვდა ცოფის ვაქცინაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კანონის ფარგლებში მოხვდა ქვეყანაში და მის გამოყენებას უკუჩვენება არ ქონია. 

"საუბარია სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინაზე, ის შემოტანილი იყო უკვე ქვეყანაში, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა მისი ქსელიდან ამოღების, თუმცა ეს არ იყო იმპერატიული მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ ვერ გავითვალისწინებდით ამ რეკომენდაციას და ქვეყანას ვერ დავტოვებდით ცოფის ვაქცინის გარეშე. ეს ისეთი ვაქცინაა, რომელიც თუ არ გაიკეთე სიკვდილის რისკია. ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ადამიანებში, ცოფის არცერთი შემთხვევა ბოლო სამი წელია არ გამოვლენილა და არ ყოფილა გვერდითი მოვლენები" - განაცხადა გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე. 

ასევე გამყრელიძის განცხადებით, 2016 წლი სმარტიდან ეს ვაქცინა უკვე ამოიღეს მოხმარებიდან. 

კონტროლის დაავადების ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს არ არის იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში შეძენილი მედიკამენტი, რომელიც ჩვენს პატარებს უკეთდებათ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ მოხმარებიდან ამოღებული, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა საქართველოში გამოიყენეს, საუბარია 29 ათას 222 დოზა მედიკამენტებზე, რომელიც მოქალაქეებს უფასოდ გაუკეთდათ. 

ამავე კატეგორიაში