სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული თურქეთის მოქალაქე ქალის საქმის არსებითი განხილვა იწყება

17 იანვარი 2018, 00:00 2818 ნახვა

ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული თურქეთის მოქალაქე ქალის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა იწყება. საუბარია კასრსა და საცხოვრებელ ბინაში საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმის პროკურორი თავდაპირველად სხდომების დახურვას ითხოვდა, მოტივად კი საქმის ტერორიზმთან შესაძლო კავშირს ასახელებდა, თუმცა მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა. პროკურორის ამ სიტყვების გამო, ბრალდებული, არსებითი განხილვის ეტაპზე კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს, ამბობს, რომ ტერორიზმთან მისი კავშირი არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, მას არ ეკუთვნის იარაღი, შესაბამისად დაირღვა მისი უფლებები. რატომ მოითხოვა ბრალდებულმა თარჯიმნის აცილება და რას აცხადებენ მისი ოჯახის წევრები? 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში