მოემატა თუ არა ბათუმის მერიაში 210 ადამიანს ხელფასი?

18 იანვარი 2018, 00:00 5129 ნახვა

დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა სახელფასო ფონდი, რომლის მიხედვითაც მერიის ჩინოვნიკების ხელფასის ოდენობა გაიზარდა, სამაგიეროდ მერიის თანამშრომლები ბათუმის ახალი მერის ჩათვლით, აღარ მიიღებენ დანამატს, რაც დღემდე, კანონით, ხელფასთან ერთად ერიცხებოდა ყოველთვიურად საჯარო მოხელეებს.

როგორც მერიის ეკონომიკურ სამსახურში განმარტავენ, მოხდა ხელფასისა და ყოველთვიური დანამატის დაჯამება. ამიერიდან მერიაში აღარ მიიღებენ დანამატს და მიიღებენ მხოლოდ ხელფასს, რომელიც ზუსტად იმდენი იქნება, რაც სარგოსთან ერთად გამოდიოდა. 

სარგოს თუ სარგოს გარეშე კი, ბათუმის მერისა და სხვა თანამდებობის პირების სახელფასო ფონდი ასე გამოიყურება:

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე - 2750 ლარის ნაცვლად - 4500 ლარს აირებს 

ვიცე-მერი - 2150 ლარის ნაცვლად 3600 ლარს

მერის მოადგილე – 2050-ის ნაცვლად 3400 ლარს

ბათუმის მერიის აპარატის და სამსახურის უფროსების თანამდებობრივი სარგოები -1650 ნაცვლად 2900

განყოფილების უფროსის ხელფასი - 1150 ნაცვლად 2000 ლარი

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით, სახელფასო ფონდი არ შეცვლილა და ზუსტად იგივე რაოდენობის თანხები გაიცემა მერიის ჩინოვნიკებზე, რამდენიც გასულ წელს. უბრალოდ ხელფასისა და დანამატის ნაცვლად, თანხა მხოლოდ ხელფასის სახით ჩაიწერება, დანამატები კი აღარ გამოიწერება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში