NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი - შეფასებები

18 იანვარი 2018, 00:00 2470 ნახვა

უიმედობა და ნიჰილისტური განწყობა – ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები NDI-ის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გააძლიეროს მოსახლეობასთან დიალოგი.

მმართველი გუნდი კი კვლევას არ ენდობა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის საკითხები საინტერესოა, თუმცა დასმული კითხვები არასწორად ფორმულირებული. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ შიდა კვლევებს უფრო მეტად ეყრდნობა. ეს შეფასებები პოლიტიკურ ნაწილში დასმულმა კითხვებმა და პასუხებმა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ იცის ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი-დეპუტატი, ასევე 69 პროცენტმა არაფერი იცოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ.

რაც შეეხება პარტიებს, რესპონდენტთა 31%-სთვის მის შეხედულებებთან ახლოს ”ქართული ოცნება” დგას, 10 %-სთვის კი ”ნაციონალური მოძრაობა.” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლეს კვლევაში კითხვები ეხებოდა გენდერულ თანასწორობას, ასევე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში