2 ახალი ფრაქცია ქედის საკრებულოში

20 იანვარი 2018, 00:00 2849 ნახვა

ორი ახალი ფრაქცია ქედის საკრებულოში.  "ქართული ოცნება -მრეწველები" და "ქართული ოცნება- კონსერვატორები" უკვე დარეგისტრირდნენ. ფრაქცია სამ-სამი  წევრისაგან შედგება. საკითხი თანხების არამიზნობრივ ხარჯვად შეაფასა ოპოზიციამ.

საკრებულოს თავმჯდომარე კი თვლის, რომ ფრაქციების მუშაობა შედეგის მომტანი იქნება. ქედის საკრებულო სულ ოთხი ფრაქციისაგან შედგება. მანამდე მხოლოდ ორი ფრაქცია ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო. გასულ წელს კი საკრებულოში ექვსი ფრაქცია იყო დარეგისტრირებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში