კობახიძე - პოროშენკოს შეხვედრა

20 იანვარი 2018, 00:00 2218 ნახვა

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პეტრო პოროშენკოს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ეფუძნება.

საუბარი შეეხო ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიც. აღინიშნა, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორმატში, კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.

ამავე კატეგორიაში