150 ათასი ლარი კონტეინერების შესაძენად

21 იანვარი 2018, 00:00 2176 ნახვა

კონტეინერების შესაძენად კი 150 ათასი ლარს დახარჯავს ქობულეთის სანდასუფთავების სამსახური. 200 ცალი ლითონის ნაგავშემკრების შეძენაზე ტენდერი გამოცხადებულია. გამარჯვებულმა კომპანიამ მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ნარჩენების ყუთებს დასუფთავების სამსახური ქალაქისა და 15 სოფლის ტერიტორიაზე დადგამს, შეიცვლება დაზიანებული სანაგვე ურნები. ქობულეთის ნაგავსაყრელის მოწესრიგებამდე კი დასუფთავების სამსახური ფოთის მაგივრად ნარჩენებს ამჯერად ოზურგეთის ნაგავსაყრელზე გადაიტანს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში