ჩვილთა საყოველთაო ნათლობა

21 იანვარი 2018, 00:00 3105 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ილია მეორის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება, რომლებიც ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილებია.  ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მივა, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 33 894 ნათლული ჰყავს. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ამავე კატეგორიაში