ნაციონალური მოძრაობა საჯარო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

22 იანვარი 2018, 00:00 2955 ნახვა

აჭარის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  მონაწილეობას არ მიიღებს -  განცხადება ამის შესახებ პარტიაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.  

პარტიაში მიაჩნიათ, რომ  წარმოდგენილი პროექტით  დასუსტებულია აჭარის უფლებამოსილებები და მის მომზადებაში, განხილვასა და  დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია  ოპოზიციას, მესამე სექტორსა და საზოგადოებას.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მათი შენიშვნები, რომელიც  საარჩევნო სისტემას უკავშირდებოდა არ გაითვალისწინეს. ოპოზიცია ფიქრობს რომ  მათ მოსაზრებებს ისინი მოსახლეობას შეხვედრებზე გააცნობენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში