ხელვაჩაურში კიდევ ერთი სოციალური სახლი აშენდება

22 იანვარი 2018, 00:00 3580 ნახვა

ხელვაჩაურის მერიამ დღეიდან სოციალური სახლის ასაშენებლად ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება დაიწყო. პროცესი ერთ თვეს გაგრძელდება.

ამის შემდეგ კომისია შეისწავლის განცხადებებს და კრიტერიუმების მიხედვით დამტკიცდება სია, თუ ვინ საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას და რა ფართით უნდა დაკმაყოფილდეს კონკრეტული ოჯახი.

სოციალური სახლი სავარაუდოდ კაპრეშუმში, უკვე არსებულ 2 სოციალური სახლის გვერდით აშენდება.

ამავე კატეგორიაში