საკრებულოს ფრაქციების მოადგილეები - ახალი შტატი მუნიციპალიტეტებში

22 იანვარი 2018, 00:00 2905 ნახვა

თანამდებობის პირთა გაზრდილი ჩამონათვალი, თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილება და დამატებითი ხარჯი – ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ფრაქციების თავმჯდომარეებმა მოადგილეები დანიშნეს.

პოზიცია ანაზღაურებადია. დამატებითი ხარჯი, თბილისის გამოკლებით, დაახლოებით ორიმილიონნახევარი ლარია. ეს იმ შემთხვევაში თუ საშუალოდ საკრებულოებში სამ-სამი ფრაქცია იმუშავებს. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ისევე როგორც სხვა ბევრ მუნიციპალიტეტში, აჭარაში არსებულ საკრებულოებშიც, ფრაქციების რაოდენობა სამს აჭარბებს.

პარლამენტარებმა ცვლილების  მიზეზად ფრაქციის მუშაობის შეფერხების რისკები დაასახელეს. ინიციატორები ფიქრობენ, რომ ფრაქციის თავმჯდომარის ადგილზე არყოფნა შესაძლოა ფრაქციის მუშაობის შეფერხების მიზეზი გახდეს, ამის აღმოსაფხვრელად კი ფუნქციას მოადგილე შეითავსებს.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ პრინციპში ამ ფუნქციის დაკისრება თავმჯდომარეს რიგითი წევრისთვის აქამდეც შეეძლო. ფრაქციების მუშაობას, გასულ წლებში მესამე სექტორი, მოადგილეების დანიშნვამდეც, ხშირად იწუნებდა, აქცენტს აკეთებდნენ მხოლოდ ფინანსურ დაინტერესებაზე, ახლა კი ფინანსურ ნაწილში ახალი ანაზღაურებადი პოზიცია გაჩნდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში