ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში - საჯარო განხილვა ხულოში

22 იანვარი 2018, 00:00 2334 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო მუნიციპალიტეტებში. დღეს საორგანიზაციო კომისიის წევრები, მოქალაქეებს ხულოში შეხვდნენ. ხვალისთვის კი შეხვედრა შუახევშია დაგეგმილი.

კონსტიტუციაში ის ცვლილებები უნდა აისახოს, რომელიც პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში შეიტანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ.

მოქალაქეების მოთხოვნები ძირითადად მაჟორიტარულ სისტემას ეხებოდა, ამბობენ, რომ მათთვის სასურველია თითოეულ მუნიციპალიტეტს საკუთარი კვოტა ჰქონდეს საბჭოსა და პარლამენტში, ისევე როგორც გასულ არჩევნებამდე იყო, საორგანიზაციო კომისიის წევრი თენგიზ თევზაძე კი მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმების ინიციატივით გამოდის, ანუ ისეთივე ცვლილების განხორციელებას ითხოვს, რაც 2024 წლიდან პარლამენტს შეეხება, საუბარია არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებაზე.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში