ოპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზედამხედველობის გამკაცრებას ითხოვს

23 იანვარი 2018, 00:00 2636 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს,  უზრუნველყოს ბათუმში  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების შენარჩუნება და შეწყდეს მათი ნგრევის პროცესი. ასმათ დიასამიძე იმ ობიექტების შესახებ საუბრობს, რომელთა დემონტაჟსაც მისი თქმით, ადგილობრივი მთავრობა გეგმავს. მისი ინფორმაციით ესენია: ფარნავაზ მეფის ქუჩის 52-ში, 61-ში, 65-სა და 67-ში მდებარე სახლები, ასევე ლუკა ასათიანი 8-ში, ფალიაშვილის 19-სა და ვაჟა-ფშაველას 31-ში მდებარე ობიექტები.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასევე მიმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, გაამკაცროს ზედამხედველობა. მერიაში ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას არ პასუხობენ,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი განმარტავენ, ობიექტების ჩამონათვალი, რომლებზეც ასმათ დიასამიძე საუბრობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ატარებს, ამასთან ლაშა ასლანიშვილის განცხადებით, სააგენტოში, ზონალურ საბჭოში შესათანხმებლად დოკუმენტაცია არ შესულა და შესაბამისად მერია ნებართვას ვერ გასცემდა.  

ამავე კატეგორიაში