სოფელ წყავროკას მოსახლეობა სტიქიის დროს ჩანგრეული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს

23 იანვარი 2018, 00:00 3052 ნახვა

სოფელ წყავროკას მოსახლეობა სტიქიის დროს ჩანგრეული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს.  ხიდი 4 თვის წინ ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა და მას შემდეგ მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს. აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხიდი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესწავლის შედეგად ახალი ხიდის პროექტი შედგა და ტენდერი მიმდინარე კვირაში უნდა გამოცხადდეს. მშენებლობა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაიწყოს.

ამავე კატეგორიაში