ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

23 იანვარი 2018, 00:00 2249 ნახვა

დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ახალი დეპარტამენტი. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, როგორც უწყებაში აცხადებენ, სისტემური რეფორმირების პროცესის დასაწყისია.

ახალი სასმხურის მთავარი მისია ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტების შემცირება და პრევენციაა. სამსახურის შექმნას წინ უძღოდა არასრულწლოვანთა შორის ძალადობისა და სისხლის სამართლის დანაშაულების გახშირება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში