აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა მაღალმთიან აჭარაში დასრულდა

24 იანვარი 2018, 00:00 2001 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა მაღალმთიან აჭარაში დასრულდა. დღეს დოკუმენტი დეპუტატებმა ქედელებს გააცნეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ცვლილებებით რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს როლი უფრო გაძლიერდება, მკაცრდება რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი და იცვლება მთავრობის ფორმირების წესი. დღევანდელ შეხვედრას ქედაში არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,დემოკრატიის ინსტიტუტის” წარმომადგენელი ესწრებოდა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი საჯარო განხილვებს კვლავ პროტესტს უცხადებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში