კურორტ გომარდულზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება

28 იანვარი 2018, 00:00 1958 ნახვა

წლის ბოლომდე დაიწყება კურორტ გომარდულზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შუახევის მაჟორიტარის ხვიჩა შარაშიძის განცხადებით, რომელიც ასევე კურორტის აქციონერიცაა აშენდება სასტუმრო და გაიზრდება საბაგირო გზის სიგრძე. გასულ წელს სახელმწიფოსა და აქციონერებს შორის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით შეთანხმება იმ პირობით შედგა რომ , განახლდება კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აშენდება 40 ნომრიანი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო და არსებულ კოტეჯებს კიდევ რამდენიმე შეემატება.

კურორტი გომარდული 2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გახსნიდან ერთ წელში აქციონერებს სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თანხის გადაუხდლობის გამო სააქციო საზოგადოების ქონება 5 წლის განმავლობაში 800 ათასი ლარით იყო დაყადაღებული. წლების შემდეგ კურორტზე ტურისტული სეზონი დეკემბრის ბოლოს გაიხსნა და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში