საგაზაფხულო სესია მომავალ კვირას გაიხსნება

29 იანვარი 2018, 00:00 2151 ნახვა

პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალი კვირიდან განაახლებს. პლენარული სხდომები 7 თებერვლიდან დაიწყება. კანონმდებლებს თებერვალში მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოუწევთ.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მათ შორის  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღა, და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

ამავე კატეგორიაში