ე.წ. ''გირგვლიანის შესწორებები'' - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

29 იანვარი 2018, 00:00 2208 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მსჯავრი და სანდრო გირგვლიანის საქმე, ფრაქცია “ქართული ოცნება” ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს სახელად - “გირგვლიანის შესწორებები.” დაანონსებული კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლაზე სანქციების გამკაცრებას შეეხება.

როგორც უკვე იცით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და სამი წელი მიუსაჯა, მოტივად კი სწორედ დანაშაულის წინასწარ შეცნობა დაასახელა, უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლის განმარტებით, მაშინდელმა პრეზიდენტმა პატიმრობის ვადა მსჯავრდებულ პირებს წინასწარი შეთანხმებით შეუმცირა, რის შემდეგაც შეიწყალა.

ამ განაჩენს წლის დასაწყისშივე მოჰყვა ხმაური და განცხადებები პრეზიდენტის კონსტიტუციური შეწყალების უფლების შეზღუდვის მცდელობაზე. მმართველი გუნდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შეაფასეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კომენტარები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში