რას შეცვლის მდინარე აჭარისწყალში ნატანის შემცირება?

29 იანვარი 2018, 00:00 3777 ნახვა

2025 წლისთვის ზღვა პრაქტიკულად დაკარგავს ბუნებრივი კვების წყაროს – ამის შესახებ მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმაშია საუბარი.

დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დირექტივებს ასახავს, ნათქვამია, რომ თურქეთსა და მაღალმთიან აჭარაში ჰესების მშენებლობის გამო ამჟამად ზღვამდე მცირე რაოდენობის ნატანი აღწევს, 7 წელიწადში კი სრულიად გაქრება, ამ ვითარებაში პროექტის ავტორები ერთადერთ ოპტიმალურ გამოსავლად ნაპირებისა და პლაჟების ხელოვნურ კვებას ასახელებენ.

ჭოროხიდან ნატანის ამოღება შეწყვეტილია, ამჟამად ამოწურვად რესურსს აჭარისწყლიდან იღებენ. რა შედეგს მოუტანს რეგიონს ნატანის გამოლევა და რა საფრთხეებზე საუბრობენ ეკოლოგები?

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში