აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბათუმში გენერალური კონსული თანამდებობიდან გაიწვია

30 იანვარი 2018, 00:00 2871 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი ბათუმში გენერალური კონსულის თანამდებობიდან გაიწვია.

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სახელმწიფოს მეთაურის ბძანებით, ზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, იორდანიიდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, იემენიდან, ბაჰრეინიდან, ყატარიდან, ინდოეთიდან არიან გაწვეულნი.

დიპლომატთა გაწვევის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსულის თანადებობაზე 2015 წელს დაინიშნა. მანამდე კი ის „სოკარის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში