ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში-განხილვა დახურულ კარს მიღმა

30 იანვარი 2018, 00:00 2040 ნახვა

ამ წუთებში  კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებზე საორგანიზაციო კომისიის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობს ასევე ესწრებიან  მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტისა და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა ეს არის სამუშაო შეხვედრა და ძირითადად საუბარი შეეხება საჯარო განხილვებზე გამოთქმულ მოსაზრებებს. დავით გაბაიძემ  საჯარო შეხვედრებიც შეაჯამა და მას ნაყოფიერი და წარმატებული უწოდა. მისი განცხადებით საჯარო განხილვებზე ბევრი საინტერესო და განსხვავებული პოზიცია გამოითქვა, რომლებზეც მსჯელობები უმაღლეს საბჭოში მოსმენების ფორმატში გაგრძელდება.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური კანონი სამი მოსმენით  უნდა მიიღოს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს. 

ამავე კატეგორიაში