კურორტ გოდერძზე ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა

30 იანვარი 2018, 00:00 3438 ნახვა

კურორტ გოდერძზე, სამთო კურორტის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება იყო.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  ცეცხლი სავარაუდოდ, შენობის სარდაფში, ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ადგილზე ხულოს სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გოჩა მელაძემ განუცხადა, ტერიტორიაზე მხოლოდ დაკვამლიანება იყო. ამ ეტაპზე მაშველები ადმინისტრაციულ შენობას ამოწმებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში