იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისი

30 იანვარი 2018, 00:00 2272 ნახვა

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისი  გაიხსნა და ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განახლება ევროკავშირისა  და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა.

პრეზენტაციაზე ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიურ ხელშეწყობას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და განვითარების მიმართ. იურიდიული დახმარების სამსახურს ქვეყნის მასშტაბით 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი აქვს.

ამავე კატეგორიაში