ბათუმში, ლონდონის სკვერში სატელეფონო ჯიხური მესამედ დააზიანეს

31 იანვარი 2018, 00:00 3264 ნახვა

ბათუმში, ლონდონის სკვერში წითელი სატელეფონო ჯიხური და ტელეფონს ყურმილი დააზიანეს. 

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, დამნაშავეების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. აღნიშნული სატელეფონო ჯიხური ადრეც სამჯერ დააზიანეს.

„იქ, სამწუხაროთ კამერები არ არის. ვანდალიზმის ფაქტები ხშირია, ამიტომ ვთხოვეთ მერიას ვიდეოკამერები გამოგვიყოს. ცხელ წერტილებს შევარჩევთ და იქ დავამონტაჟებთ. მარტო კამერა არ არის საკმარისი, მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერნეტიც უნდა იყოს.  15 კამერის შესყიდვას ვაპირებთ. ლონდონის სკვერში ყურმილი  უკვე სამჯერ გამოვცვალეთ და ახლაც მოგვიწევს. ამ ყურმილს კი ასე მარტივად ვერ შეისყიდი- ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

სატელეფონო ჯიხური 2014 წელს ოფიციალურად საქართველოში დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა გახსნა. ლონდონური ჯიხური ბათუმში ლონდონის კვირეულის ფარგლებში დადგეს, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლო.

ამავე კატეგორიაში