ქედაში მცხოვრებლები ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებაზე საუბრობენ

31 იანვარი 2018, 00:00 3042 ნახვა

ქედაში მცხოვრებლები ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებაზე საუბრობენ.  ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ავარიულ მდგომარეობაშია დოლოგნის მონაკვეთი, სადაც მძიმე ტექნიკას ინერტული მასალა გადააქვს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის რეგიონალურ წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ტექნიკის ინტენსიური მოძრაობის გამო გზის სრული აღდგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. პერიოდულად ხდება გზის მოხრეშვა და ორმოების ამოვსება.

გზის სრული რეაბილიტაცია გაზაფხულამდე ვერ მოხდება. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ, გზის დანაგვიანებისა და გადაჭარბებული მასით მოძრაობის გამო, 6 მძღოლი დააჯარიმეს. 

ამავე კატეგორიაში