რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

31 იანვარი 2018, 00:00 2465 ნახვა

რეორგანიზაცია - რესტრუქტურიზაცია ქალაქის თვითმმართველობაში. ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, მერიის სტრუქტურისა და რეორგანიზაციის ეტაპები - აიპების და გარკვეული სამსახურების  გაერთიანების პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება. მუშაობა დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს.  

მერია ახალი სტრუქტურის გასაჯაროვებას თებერვლის შუა რიცხვებიდან გეგმავს. ამის შემდეგ კი ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდება. მერიის რამდენიმე თანამშრომელმა სოციალურ ქსელში უკვე დაწერა, რომ რეორგანიზაციის შესახებ შეტყობინება დღეს მიიღეს. 

ამავე კატეგორიაში