ევროკასშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 5 თებერვალს გაიმართება

31 იანვარი 2018, 00:00 2354 ნახვა

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღის წესრიგი გამოქვეყნდა. ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება. საბჭოს თავმჯდომარე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი იქნება.

საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ჩარჩოში ასოცირების საბჭო საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებს შეაფასებს.

ასოცირების საბჭოს ფარგლებში იმსჯელებენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებსა და საკონსტიტუციო რეფორმაზე. განხილული იქნება ასევე საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროსთან, ასევე განიხილება ადამიანის უფლებების დაცვის თემა. ასოცირების საბჭო შეაფასებს 2017 წლის მარტში ამოქმედებული ვიზალიბერალიზაციის შედეგებსაც.

ამავე კატეგორიაში