დიდთოვლობის გამო  ხულოში  საგანგებო შტაბი შეიკრიბა

01 თებერვალი 2018, 00:00 2076 ნახვა

შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ხულოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე რამდენიმე ბაღსა და სკოლაში შუახევშიც. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებისა და გადაადგილების მხრივ. ენერგო კომპანიისა და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ დილიდან მუნიციპალიტეტებში.

ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია, შიდა საუბნო გზები კი გასაწმენდი. საგანგებო შტაბი შეიქმნა ხულოში. დღევანდელ სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. აქვე გეტყვით რომ მაღალმთიან აჭარაში დღეს დილიდან გამოიდარა. სინოპტიკოსები ხვალისთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ამავე კატეგორიაში