''წერილი ჯერალდინას'' -მზადება  პრემიერისთვის

03 თებერვალი 2018, 00:00 2207 ნახვა

მორიგი პრემიერა  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ‘’წერილი ჯერალდინას’’ ასე ჰქვია ახალ სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელს დასი  დღეს პირველად შესთავაზებს.  წარმოდგენა  19 საათზე  დაიწყება. პრემიერამდე   რამდენიმე საათით ადრე  მსახიობებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ჩარლ ჩაპლინის ”წერილი ჯერალდინას’’ პირველი თეატრალური ვერსიაა, რომელიც რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა  დადგა. სპექტაკლი    ლეგენდარული მსახიობის  მუსიკითაა გაფორმებული.

ამავე კატეგორიაში