ახალი საბაგირო გზის მშენებლობა

04 თებერვალი 2018, 00:00 1912 ნახვა

ხიხანის ციხესთან მისასვლელად საბაგირო გზა მოეწყობა, ასევე კურორტ გომარდულზე არსებული საბაგირო გზის სიგრძე გაიზრდება და ხულოში თაგოს ბაგირგზაც კეთილმოეწყობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, ინფრასრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, მაღალმთიანეთში შქერნალის ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის მოწყობა გრძელდება.

გეგმის მიხედვით, შქერნალში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ავტომობილის პარკინგი და ტურისტებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები. ალპურ ბაღზე 2015 წლიდან დღემდე 700 ათას ლარამდე დაიხარჯა. 

ამავე კატეგორიაში