''ევროპული საქართველოს'' რიგგარეშე ყრილობა

04 თებერვალი 2018, 00:00 1772 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება. 75-კაციანი პოლიტსაბჭო „ევროპულმა საქართველომ“ პარტიის მეხუთე ყრილობაზე ცოტა ხნის წინ აირჩია.

ახალი შემადგენლობა  თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლები პოლიტსაბჭოში ადგილობრივმა პარტიულმა კონფერენციებმა დაასახელეს, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.

ამავე კონფერენციებზე პარტიის წევრებმა საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები აირჩიეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გიგი უგულავა მიიღებს, რომელიც ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ამავე კატეგორიაში