ვიზიტი ბრიუსელში

04 თებერვალი 2018, 00:00 1754 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, 5 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.  

საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი.

საუბარი შეეხება  ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე.  პლენარული სხდომის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილისა და ფედერიკა მოგერინის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.  

ბრიუსელში  ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან.   ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც

ამავე კატეგორიაში