საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - შეფასებები

04 თებერვალი 2018, 00:00 2257 ნახვა

76.2 ქულა მიანიჭა საქართველოს, ამერიკის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა, რომელმაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით ქვეყნები გამოავლინა. ქვეყანა სიაში მე-16 ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 0.2 პუნქტით გაუმჯობესდა. პირველი ხუთი ადგილი ჰონგკონგმა, სინგაპურმა, ახალმა ზელანდიამ, შვეიცარიამ და ავსტრალიამ გაინაწილეს.

დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 44 ქვეყანას შორის საქართველო მეცხრე ადგილზეა. ეკონომისტების შეფასებით კვლევა ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა და მათი შეფასებით კვლევაში პოზიტიური ტენდენცია იკვეთება. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო „მეტად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ქვეყნები კი „ზომიერად თავისუფალ“ კატეგორიას განეკუთვნებიან.

„მემკვიდრეობის ფონდის“ მიერ შედგენილი ინდექსის მიხედვით, „ნაკლებად თავისუფალი“ ქვეყნები ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოები არიან. ბოლო ადგილები აფრიკის რამდენიმე ქვეყანამ, ვენესუელამ, კუბამ და ჩრდილოეთ კორეამ გადაინაწილეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში