შეჩერებული მშენებარე ობიექტები

05 თებერვალი 2018, 00:00 2510 ნახვა

ქედაში 10 ობიექტის მშენებლობა გეგმის მიხედვით არ დასრულებულა. სატენდერო დოკუმენტაციის პირობებს სწორედ ამდენი კომპანია არღვევს. მათ შორისაა სოციალური სახლის მშენებლობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, ასევე დაბა ქედასა და მახუნცეთში სცენების მშენებლობა და სველი წერტილის მოწყობა აწჰესის დასახლებაში.

გასულ წელს უნდა დასრულებულიყო მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დაბა ქედაში, სოფელ კორომხეთის წყლის მაგისტრალის მშენებლობა, სოფელ წონიარისის საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი და შიდა სასოფლო გზების მოწყობა.

კომპანიები შეუსრულებელი სამუშაოების  ძირითად მიზეზად უამინდობას ასახელებენ. ქედის მერიაში ამბობენ, რომ მეწარმეები პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდებიან.

ამავე კატეგორიაში