საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირას გაიხსნება

05 თებერვალი 2018, 00:00 2209 ნახვა

მიმდინარე კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. სავარაუდოდ, ოთხშაბათს კი პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში იხილავს. ასევე მიმდინარე კვირას, პირველი მოსმენით უნდა განიხილონ განიხილავენ “სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. უახლოეს პერიოდში დეპუტატთა ეთიკის კოდექსის მიღებაც იგეგმება.

ამავე კატეგორიაში