შშს პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას" - "ავტომანქანებს სამინისტრო არემონტებს

05 თებერვალი 2018, 00:00 3195 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობის" ბრიფინგს პასუხობს, სადაც პარტიის ბათუმის ოფისის წევრი გია ხალვაში განაცხადა რომ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანების დაზიანებულ საბურავებს თანამშრომლები შეგროვებული თანხებით არემონტებენ.  სამინისტროში აცხადებენ, რომ მანქანები დაზღვეულია, ძველი ატომანქანების შეკეთებას კი სამინისტრო უზრუნველყოფს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანების ძირითადი ნაწილი დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ალფაში“, რომელიც ხელშეკრულების პირობების მიხედვით ახორციელებს მომსახურებას. კერძო სადაზღვევო კომპანიაში დასაზღვევი მანქანები შერჩეულია მათი საბალანსო ფასის, მდგომარეობის და ფუნქციის გათვალისწინებით. 
რაც შეეხება ავტოპარკის მეორე ნაწილს, ძირითადად დაზღვევა არ შეხებია მოძველებულ, ამორტიზირებულ და მცირე საბალანსო ღირებულების ავტო ტრანსპორტს, რადგან მათი დაზღვევა არაეფექტურია.

სამინისტროს მიერ უკვე დაწყებულია ამ მანქანების ჩანაცვლება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დაუზღვეველი მანქანით მოხდა ავტო საგზაო შემთხვევა და ინციდენტი უკავშირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, ავტომანქანის შეკეთება ხდება სმინისტროს მიერ" - ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.

ამავე კატეგორიაში