ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი მეწყრის ზონაში

05 თებერვალი 2018, 00:00 3327 ნახვა

მეწყერი ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმთან. მიწის მასა სახლთან ახლოს არსებული ფერდიდან ორი დღის წინ ჩამოიშალა და რამდენიმე საათით გზა ჩაკეტა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ძლიერი გაწვიმებისა და მორიგი მეწყრული პროცესის განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა მუზეუმი დაზიანდეს. მუზეუმის ადმინისტრაცია, ვიზიტორთა მოზიდვისთვის აუცილებელ სხვა საჭირო ღონისძიებების გატარებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

რაც შეეხება ფერდის გამაგრებას - საგზაო დეპარტამენტში გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რომლებიც ტერიტორიას გამოდარებისთანავე შეისწავლიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში