ქობულეთის მერი: ვადგენთ არის თუ არა საჭირო ამ რაოდენობის მუნიციპალური ორგანიზაციები   

06 თებერვალი 2018, 00:00 2542 ნახვა

ქობულეთის მერიაში რეორგანიზაცია რამდენიმე კვირაა ანონსდება. ქობულეთის მერი კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპების საქმიანობის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს.

ქობულეთის მერი, მოადგილეებთან ერთად, ა(ა)იპებში დადის და სამუშაო პროცესს აკვირდება. თვითმმართველობაში აცხადებენ , რომ ოპტიმიზაციის მიზანი საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და ყველა თანამშრომლისთვის შესაბამისი შრომითი ანაზღაურების გამოყოფაა.

"მოკვლევის შემდეგ შეიქმნება ოპტიმიზაციის გეგმა. იგი საკადრო პოლიტიკით არ არის გამოწვეული, მისი მიზანი სამსახურების ეფექტური მუშაობის გაზრდაა" - აცხადებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.  

ქობულეთის მერიაში 12 ა(ა)იპი მოქმედებს, სადაც 1298 ადამიანია დასაქმებული. ორგანიზაციების დიდი ნაწილი სახელოვნებო და სპორტული მიმართულებისაა,  ასევე ფუნქციონირებს ქობულეთის მუზეუმის, პარკის, სოფლის წყლისა და სანდასუფთავების სამსახურები.  

ქობულეთის მერია ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ორგანიზაციების დაფინანსებაში 7 მილიონ 215 ათას 149 ლარს ხარჯავს.

ამავე კატეგორიაში