ხე-ტყით უკანონო სარგებლობის და გადამუშავების ფაქტი შუახევში

06 თებერვალი 2018, 00:00 2306 ნახვა

უკანონო ხე-ტყით სარგებლობისა და გადამუშავების ფაქტი შუახევში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  გამოვლინდა - 4 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის 3 ფაქტი, სახერხი საამქროს რეგლამენტის წესების დარღვევის 2, ლუქის დაზიანების 1 და უკანონოდ ტყით სარგებლობის 3 ფაქტი, რომელთაგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოებში გადაიგზავნება.

ამავე კატეგორიაში