ჰესებით გამოწვეული ზიანი - 12 სოფლის შეცვლილი ყოფა

06 თებერვალი 2018, 00:00 27783 ნახვა

ჩანჩხალოში სამანქანე გზა აღარ აქვთ, მახალაკიძეებში სახლები დაიბზარა, დიაკონიძეებში ქვების ცვენა გახშირდა და ტყე გაქრა, იაკობაძეებში, ღურტასა და ვაშლოვანში კი წყაროს წყლები აღარ არსებობს – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც ადგილობრივები ზემოთხსენებულ პრობლემებს 38 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას უკავშირებენ.

გვირაბის მშენებლობა ხულოსა და შუახევში 2013 წელს დაიწყო და 12 სოფლის ქვეშ გაიარა. ჰესების მშენებელ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ბრალდებების უმრავლესობას უარყოფენ.

ცნობილია, რომ 185 ოჯახს სახლების გასარემონტებლად ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწიეს და წყალი გაჰყავთ ვაშლოვანში. არის თუ არა რელევანტური 4 წლის განმავლობაში მიყენებული ზარალის ოდენობა, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ და კომპანიის მიერ 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული სოციალური პროექტები? – კითხვის დასმა ამჯერადაც გვინდოდა “აჭარისწყალი ჯორჯიისთვის“ თუმცა კომპანიაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში