ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებების უაკნონოდ დამზადებისთვის ადამიანთა ჯგუფი დააკავეს

07 თებერვალი 2018, 00:00 2554 ნახვა

ჭურჭლის სარეეცხი საშუალებები "ფეირი", "დომესტოსი" და 2000-ზე მეტი ერთეული  სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისთვის აჭარაში 3 ადამიანი დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა კუსტარული საწარმო, სადაც უკანონოდ, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება. ამასთან, პროდუქციის წარმოებისთვის დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ნედლეული გამოიყენებოდა.
"გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ინვენტარი, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 3-დან 5 წლამდე  თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 

ამავე კატეგორიაში