დაზიანებული მედპუნქტი დაბა ოჩხამურში

07 თებერვალი 2018, 00:00 2933 ნახვა

დაბა ოჩხამურში მოსახლეობა სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, შენობა ამორტიზირებულია, არ მიწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

მედიკოსებს ბოლო  რამდენიმე წელია მსგავს პირობებში  უწევთ მუშაობა.

ფოტო:ჯენი კვანტალიანი  დაბა ოჩხამურის სამედიცინო დაწესებულება

როგორც ისინი ამბობენ, შენობის სახურავი შეკეთებას არ ექვემდებარება, ამბულატორიასა და სხვა განყოფილებებში წყალი ჟონავს. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო ინვენტარი და  ზამთარში სიცივის გამო პაციენტებს  ვერ იღებენ.

დაბა ოჩხამურის სამედიცინო დაწესებულება.

 მედიკოსები ყოველ დღე დილის 10 საათიდან 18 საათამდე ამ პირობებში მუშაობენ.

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ სიტუაციას შეისწავლიან და ამის შემდეგ დაიწყება რეაგირება. ზაზა კაიკაციშვილის თქმით, შენობის სახურავი ქობულეთის მერიამ გასულ წელს შეაკეთა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში