კვირიკაშვილი-შტაინმაიერის შეხვედრა

01 ივლისი 2016, 00:00 3914 ნახვა

საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის მთავარი თემები. გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს. ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

ამავე კატეგორიაში