ბათუმის მერის ფბ გამოკითხვა - როდის აღინიშნოს

08 თებერვალი 2018, 00:00 2977 ნახვა

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ფეისბუქ გვერდზე გამოკითხვას ატარებს. მერი ინიციატივით შემოდის "ბათუმობა"  28 აპრილს აღინიშნოს (როცა ბათუმს ქალაქის სტატუსტი მიენიჭა) და სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიციების გამოხატვისკენ ფბ მეგობრებს მოუწოდებს.  კომახიძე საკუთარ გვერდზე წერს:  

"ბათუმობა" ყოველი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. თარიღი დაკავშირებულია ბათუმში 1888 წლის 25 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებულ ხმოსანთა პირველ არჩევნებთან.

აღსანიშნავია, რომ 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

გვსურს გავიგოთ მოსახლეობის აზრი ,,ბათუმობის“ დღესასწაულის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღეს აღნიშვნასთან დაკავშირებით. 

,,ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს ამ დღესასწაულს, რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება" - წერს კომახიძე. 

მერი სოციალურ ქსელში მეგობრებს სთხოვს გამოხატონ აზრი ,,ბათუმობის“ აღნიშვნის თარიღის გადატანასთან დაკავშირებით. განსხვავებული შეხედულების შემთხვევაში კი დატოვოთ მოსაზრება კომენტარის სახით.

გამოკითხვა ქალაქის მერის ფეისბუქ გვერდზე ორი საათის წინ შეიქმნა და 170 მონაწილე ყავს.

ამავე კატეგორიაში