ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს სახელი შეეცვალა და ხინოწმინდა დაერქვა

08 თებერვალი 2018, 00:00 5076 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს სახელი შეეცვალა და ხინოწმინდა დაერქვა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო და შესაბამისი დებულება 2 თებერვალს გამოსცა. ინიციატივით პრემიერს ქობულეთის საკრებულომ მიმართა, სადაც მოსახლეობის პეტიცია შევიდა და საკითხის განხილვა გაიმართა. სოფელი ხინოწმინდა ჭახათის თემში ზღვის დონიდან 1040 მეტრზე მდებარეობს.  სოფელში 4 კომლი ცხოვრობს.

შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც მე 16 საუკუნიდან მე 18 საუკუნის 70-იან წლებამდე ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა.

ამავე კატეგორიაში