''გამოწვევები, რომლებიც საქართველოს აქვს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მეგობრებისთვის, მათ შორის აშშ-სთვის''- ირაკლი კობახიძე

09 თებერვალი 2018, 00:00 2393 ნახვა

“გამოწვევები, რომლებიც საქართველოს აქვს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მეგობრებისთვის, მათ შორის აშშ-სთვის”-განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სკოლაში სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძემ  ოკუპაციის პრობლემებს გაუსვა ხაზი და იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში ატარებს. მისი თქმით,  შედეგად საგრძნობლად გაიზარდა სტაბილურობის დონე, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. 

ამავე კატეგორიაში