არასტანდარტული საბავშვო ბაღები მაღალმთიან აჭარაში

11 თებერვალი 2018, 00:00 2168 ნახვა

სოფლები აგარის, ბეღლეთის, ბოძაურის, ზემო ვაშლოვანის, თაგოს, გელაძეების და წაბლანის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღის განმავლობაში მხოლოდ ოთხი საათი მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულებები რამდენიმე წლის წინ პოლონურმა ორგანიზაცია „ედუკატორმა „ ქართული საერთაშორისო ორგანიზაციის "გივიტას გეორგიტას'' ხელშეწყობით გახსნა.

ხულოს ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბეღლეთში ბოძაურსა და ზედა ვაშლოვანში სააღმზრდელო დაწესებულების ალტერნატიული ფართები უკვე აშენებულია და მიმდინარე წელს სამი ახალი საბავშვო ბაღი უნდა გაიხსნას.

ამავე კატეგორიაში