საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში

11 თებერვალი 2018, 00:00 1972 ნახვა

ფინალური  შეჯიბრი მშვილდოსნობაში. საქართველოს ჩემპიონატი ორ ასაკობრივ ჯგუფში, დიდებსა და მოზარდებს შორის გაიმართა. შეჯიბრში თბილისიდან, ქუთაისიდან და აჭარიდან სულ 38 სპორტსმენი მონაწილეობდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 8 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ამავე კატეგორიაში