მ.აბაშიძის 60 ნომერში გაზქურა აფეთქდა

12 თებერვალი 2018, 00:00 3105 ნახვა

მ.აბაშიძის 60 ნომერში, საცხოვრებელ სახლში გაზქურა აფეთქდა.

გაზქურის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა სახანძრო სამაშველო ბრიგადა უსაფრთხოების მიზნით გამოიძახეს. 

მეზობლები ყვებიან, რომ აფეთქების დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ამიტომ რისკების თავიდან ასაცილებლად, სასწრაფო და სახანძრო ბრიგადებს დაურეკეს, რომლებიც ადგილზე მალევე მივიდნენ. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სახიფათო არაფერია.

ამავე კატეგორიაში